''ლამბალო და ყაშა'' მოზარდ მაყურებელთა თეატრში

''ლამბალო და ყაშა'' მოზარდ მაყურებელთა თეატრში

შეფასება

0

(0)

16

გაზიარება:

18.06.2025

მოკლე აღწერა

4, 5 ივ­ლისს მიხეილ ჯავახიშვილის ყველაზე სკანდალური ნაწარმოების ინსცენირება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მოხდება, თე­ატ­რა­ლუ­რი სე­ზო­ნის ბოლო პრე­მი­ე­რას „ლამ­ბა­ლო და ყაშა“-ს რე­ჟი­სო­რი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს.

სპექ­ტაკ­ლის მხატ­ვა­რი ლომ­გულ მუ­რუ­სი­ძე, ქო­რე­ოგ­რა­ფი გია მარ­ღა­ნია, მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა ზუ­რაბ გაგ­ლოშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რის თა­ნა­შემ­წე ინგა კა­ჭა­ხი­ძე.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ნი­კო­ლოზ ფა­ი­რი­ძე, ალექ­სან­დრე შა­რა­ბი­ძე, გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძე, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, კა­ხა­ბერ ჭო­ლა­ძე, და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ჭკა­დუა, ვახ­ტანგ ნო­ზა­ძე, ნი­კო­ლოზ ხრი­კუ­ლი, პავ­ლე ნო­ზა­ძე, თა­მარ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ლალი ღერ­კე­ნაშ­ვი­ლი, და­ვით ხა­ხი­ძე, ვა­მეხ ჯან­გი­ძე, რატი გო­გუ­ა­ძე.

მოქ­მე­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს და­სუს­ტე­ბულ სპარ­სეთ­ში, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით ეპირ­ფე­როს რუ­სეთ­საც და ინ­გლის­საც. რუ­სე­თის იმ­პე­რია და­უ­ფა­რა­ვად აცხა­დებს სა­კუ­თარ პრე­ტენ­ზი­ებს და და­უ­ფა­რა­ვად ცდი­ლობს პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბას, რო­გორც სამ­ხედ­რო, ისე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, რე­ლი­გი­ურ ას­პა­რეზ­ზე. ნა­წარ­მო­ებ­ში კარ­გად ჩანს ის ქა­ო­სი, სუ­ლი­ე­რი დეგ­რა­და­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩა, რაც ყვე­ლა ომს თან სდევს. ამ ფონ­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რია ქარ­თვე­ლი ექი­მი­სა და მუს­ლი­მი ახალ­გაზ­რდის და­მე­გობ­რე­ბის, ქარ­თველ­თა შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალ­ხებს შო­რის რუ­სე­თის, რო­გორც უცხო, მა­ხინ­ჯი ძა­ლის ჩა­რე­ვის, ის­ტო­რი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლის თე­მე­ბი. მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი, ურ­მი­ის მი­და­მო­ე­ბი ერ­თგვა­რი ბა­ბი­ლო­ნის გო­დო­ლია, სა­დაც სხვა­დას­ხვა რჯუ­ლი­სა და ეროვ­ნე­ბის ხალ­ხი ირე­ვა. სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის სა­ხით ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა მუს­ლი­მი მა­შა­დი ჰა­სა­ნი (მეტ­სა­ხე­ლად ლამ­ბა­ლო) და გა­იძ­ვე­რა და ფლი­დი ასუ­რე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ყაშა ლა­ზა­რე.

ნა­წარ­მო­ე­ბის და­წე­რი­დან ასი წლის შემ­დეგ - „ლამ­ბა­ლო და ყაშა“ კი­დევ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ჟღე­რა­დო­ბას იძენს.

დატოვე შეფასება

0

(0)
კომენტარები