© 2025 ყველა უფლება დაცულია
ნელ-ნელა ააყოლა თვალი სხეულზე, ურცხვად, ხარბად ათვალიერებდა და უკვე იმაზე იწყებდა ფიქრს რომ ზედმეტად გაუგრძელდა მარხვა, კეფაზე ხელებშემოწყობილი, ბედნიერად მომღიმარი რომ შემობრუნდა მისკენ მამაკაცი და მოტკეცილ ტრუსში გამოკვალთული უზარმაზარი ღირსება რომ გამოუმზეურა თვალწინ, უნებლიედ შეხტა და მკერდზე გადაივლო უკვე გაგრილებული ჩაი, გამწარებული წამოხტა ფეხზე...
- „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა. ჩემი ხდება. თითები წელზე მეხება. სითბოს ტალღა სხეულს ყველა ნაწილიდან თავისკენ მიემართება და ისევ უკან ბრუნდება. მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ ფოკუსირება მუსიკაზე მოვახდინო. ჰო, ჩვენს შორის მუსიკა დგას, მაგრამ ჩემი სხეული სხვა რიტმს მიყვება.
მე მზე მიყვარს. სიცხე. სანაპირო. ეს ერთადერთია რასაც ვერ ვთმობ. მალაგა მენატრება. დილის ხვატი, ფართოდ გახსნილი ფანჯრები. ყავის მწარე არომატი, ტალღების დამამშვიდებელი რიტმი... იქ თითქოს მარილითა და ლიმნის სურნელით გაჯერებული ჰაერიც ფლამენგოს ცეკვავს.
Cuervo blanco_ს დასასრული, კვლავ მორიგი უცნაური ამბავი, მხოლოდ ანტი გმირებით, მოულოდნელი სიუჟეტით და სრულებით ლოგიკური მაგრამ უჩვეულო დასასრულით. წაიკითხეთ შეაფასეთ და იფიქრეთ....
მამაკაცური ინიციატივისა და ქალური მოლოდინის დიალოგი საწყისი. თვალებს ვხუჭავ, მინდა იგრძნოს რომ ნამდვილი ძალა თავისუფალ ვნებაშია. ნელი, გაწელილი ნაბიჯები... სამყარო ჩერდება. შემდეგ ტკივილიანი ელეგანტურობის გაიელვება და წამიერი, გაუცნობიერებელი ვნების კვალი. მენჯები ერთმანეთს ეხება. მოძრაობა მკვეთრი, ვნებიანი, აგრესიული. თითოეული ნაბიჯი - დამორჩილების მცდელობა. მოძრაობა და ფანტაზია...
Cuervo blanco ხოო დღეს ბლანკოს დღეა, ბარბი დაასრულა და ბარემ დავდებ. რას იტყვით, როგორი ბიჭია ყვანჩალა? ჰგავს სხვა ყვავებს?😁 მოგეწონათ ბარბი დიდი გოგოებისთვის?
Cuervo blanco თუ რამე შეცდომა გაიპარა მოჰკითხეთ ყვანჩალას. მე მხოლოდ ატვირთვა მევალება. კვლავაც მცირე ეროტიკა, იდუმალება და ამბის უჩვეულო განვითარება.
Cuervo blancos კიდევ ერთი ამბავი, დასრულებული, მაგიური ეროტიული და უცნაური, როგორც თავად მისი ავტორი. ყვანჩალას ეზარება თავად მოაგროვოს თავისი ამბები და მე მტანჯაავს. წაიკითხეთ და აზრი გაგვიზიარეთ. კომენტარებს კი კითხულობს რომ იციდეთ.
ყველა უნაკლოდ მოძრაობს. ყველა ამოსუნთქვა გათვლილია. ყველა ნაბიჯი ერთ მიზანს ემსახურება: სრულყოფილებას. მხოლოდ მე დავფრინავ სხვა გრავიტაციით. - „გაცვალეთ პარტნიორები,“ - ისმის ხმა. ჩემი ხდება. თითები წელზე მეხება. მისი სუნი ჰაერში რჩება. მწარე, ტკბილი, ცივი, მამაკაცური... თითქოს სტერილურ ჰაერში ბუნტის ელემენტი იჭრება, ელვის სისწრაფით ცდილობს თითეული მოლეკულის გაჯერებას და მეც მის ტყვეობაში ვექცევი.