დაღამდა. ბნელა. ღამით უკეთ მოსჩანს ტკივილი. უკანასკნელი ფოთოლიღა აკავებს ზამთარს. მე სულს ვუბერავ. დავიღალე ზამთრის ლოდინით. ვერ დაგივიწყე. კვლავ შენს სახედ ანთია ცაზე. ჩემგან მოძღვნილი, მოსახელე შენი ვარსკვლავი. დედა მოვუკალ მონადირემ და მაინც მენდო, დიდი მგლის შიშით, გულუბრყვილო ნუკრი შველისა.
© 2025 ყველა უფლება დაცულია