დოროთეა ( სრულად )
მოკლე აღწერა
- დოროთეა, -ერთადერთი სიტყვა აღმომხდა და გულზე მივიჭირე ხელი, შემეშინდა, ძალიან შემეშინდა ჩემი ახდენილი სიზმრის, იმ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემეშინდა მასთან რომ მაშორებდა...
4.3
- დოროთეა, -ერთადერთი სიტყვა აღმომხდა და გულზე მივიჭირე ხელი, შემეშინდა, ძალიან შემეშინდა ჩემი ახდენილი სიზმრის, იმ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემეშინდა მასთან რომ მაშორებდა...
4.3
დილა თენდება და თავს ზედმეტად ენერგიულად ვგრძნობ. ყველა სევდა საღამოს ბარდება, ახალი დღე კი ახალი სევდების დაგროვებას ეთმობა, რომ საღამოს კვლავ დაღამებას გავატანო. დილიდან ყურადღებით ვარ, რომ მეზობლის გამოჩენა არ გამომრჩეს. აივანს თითქმის არ ვცილდები. იქ ვჭამ და იქ ვსვამ, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი ცივი მეზობელი არსად ჩანს. კვლავ ღამდება.
,,მკვლელი,, მთელი დღეა ჩემი ბინის სამალავიდან ვაკვირდები ობიექტს. ის დილიდან ფრანს ჩაჰკირკიტებს, მე კი დილიდან ჩემს სურვილს ვებრძვი. საღამო ახლოვდება. საათს ვამოწმებ ზუსტად შვიდია. სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. უცნაური გრძნობა მაქვს, იმას ვაკეთებ რასაც არ უნდა ვაკეთებდე.
© 2026 ყველა უფლება დაცულია